×
რბილი ავეჯი
ეზოს ავეჯი 2020 კოლექცია
აქცია საძინებლებზე
  • ჩვენ შესახებ

    ვინ ვართ ჩვენ
    ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2000 წლიდან.  
    ამ ხნის მანძილზე სწორად დაგეგმილმა მენეჯმენტმა დამსახურებულად მოგვიტანა ლიდერის სტატუსი.                                  
    დღეს კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია ხუთი ფილიალით.     
    აქედან ორი ოფისი ფუნქციონირებს თბილისში,ორიც  ქუთაისში. 
    კომპანიას ეკუთვნის სავაჭრო ცენტრი „ოთხიანი“.                                 
    მის: ქუთაისი გუგუნავას ქუჩა 13 .                                                               
    გთავაზობთ  სერიულად და ინდივიდუალურად დამზადებულ ავეჯს.2015 წლიდან ვაწარმოებთ რბილ ავეჯსაც .     
    ჩვენ ვართ  ავეჯის მასალების მწარმოებელი იტალიური “Saviola” – სა და   ესპანური „Alvic“- ის  წარმომადგენელი საქართველოში. 
    ასევე   წარმოვადგენთ დანადგარების მწარმოებელ   ევროპულ კომპანიებს :   “Holz-her” , “ HolZmann“,  “Adamik“.

    რას ვთავაზობთ დამკვეთებს
    იმერი-7 მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის მასალებს და მზა ავეჯს.

    გვაქვს ბურბუშელოვანი და ბოჭკოვანი ფილების ფართო არჩევანი.

    2013 წლიდან დავიწყეთ იტალიური ბურბუშელოვანი ფილების შემოტანა და გავხდით იტალიური ბრედის  „Saviola“  წარმომადგენელი საქართველოში .ამ პროდუქტმა ხარისხიდან და ფორმატიდან გამომდინარე დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება.

    2014 წლიდან გავხდით ესპანური მსოფლიო კლასის ბოჭკოვანი და ბურბუშელოვანი ფილების მწარმოებლის  “Alvic” წარმომადგენლები საქართველოში.მათი პროდუქტი ლაქით პოლირებული და   მელამინირებული ფილები  ცნობილი და დაფასებულია მთელ მსოფლიოში .

    2016 წლიდან დავიწყეთ თურქული ბოჭკოვანი ფილების შემოტანა და გავხდით თურქული , მწარმოებლის  “5k” წარმომადგენელი საქართველოში. მათი პროდუქტი ლაქით პოლირებულია.